დღეს, 16 დეკემბერს, 13:00 საათზე, პე-ეს-პე ახალ, საერთაშორისო სტანდარტების სადისტრიბუციო საწყობს გახსნის.
"წამლის კოლოფზე არსებული ვარგისიანობის ვადა ძალაშია მხოლოდ წამლების შესაბამის პირობებში შენახვის დროს, რაც სრულად მხოლოდ "პეესპეს" საწყობშია უზრუნველყოფილი, სწორედ ამიტომ მომხმარებლისთვის "პეესპე" ხარისხის გარანტია", _ აცხადებენ კომპანიაში.
მათი განცხადებით, ახალი სადისტრიბუციო საწყობი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ პირობებში უნდა ინახებოდეს მედიკამენტები, რომ მათი ხარისხი გარანტირებულად იყოს დაცული. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აღჭურვილი საწყობი საშუალებას იძლევა დაცული იყოს თითოეული წამლისთვის განსაზღვრული სპეციალური ტემპერატურა და ტენიანობა.