მესტიაში ზვავში მოყოლილი ადგილობრივი მთამსვლელის ძებნა დღეს დილიდან განახლდა.
პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს 6-კაციანი ჯგუფი ადგილობრივ მთამსვლელებსა და მოხალისეებთან ერთად მონაწილეობს.
ადგილზე, სადაც ზვავი ჩამოწვა, მაშველების ჩაყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდა. მათ დაახლოებითY70 მეტრის რადიუსში სამ მეტრამდე თოვლის საფარის გაწმენდა მოუწევთ.
თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი დღეს დილით გაიგზავნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ნავერიანი და მისი მეგობარი თეთრნულდის მწერვალზე ასვლას აპირებდნენ, თუმცა ისინი მთიდან წამოსულმა ზვავმა მოიყოლა. ნავერიანმა თოვლს თავი დააღწია და საკუთარ სოფელ მულახში ჩასვლა მოახერხა, მის მეგობარს კი ამ დრომდე ეძებენ.