GPAR -ის სისტემის სალარო აპარატები მომავალი წლის ბოლომდე დაინერგება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, ახალი სალარო აპარატები ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა ინდ მეწარმეს შემოსავლების სამსახურისგან უფასოდ გადაეცემა, თუმცა კონკრეტულად რა ოდენობის თანხაა აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუჯეტში გაწერილი ცხაკაია ა ეტაპზე არ აკონკრეტებს.
"თანხებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია" - განმარტა მან.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, ახალი სალარო აპარატების შემოღება კეთილსინდისიერ მოვაჭრეებს საშუალებას მისცემს "მშვიდად იცხოვრონ".
"საგადასახადო სამსახური არ მივა ყველა ინდ მეწარმის გასაკონტროლებლად. ჩვენ მივალთ მხოლოდ მატთან, ვისაც გადასახადებთან დაკავშირებით ექნება პრობლემა. მათთან ვინც არ გადაიხდის გადასახადებს, ვინც არ არტყავს ჩეკებს" - დასძინა გიორგი ცხაკაიამ.