ხვალ, 14 დეკემბერს, 12:00 საათზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურთან "ვისოლ ჯგუფი" პირველი სუპერმარკეტის პრეზენტაციას უმასპინძლებს. სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ახალი წლიდან მთელს საქართველოს მოიცავს, "სმარტის" ბრენდის ქვეშ გაერთიანდება.
"სმარტის" პირველ სუპერმარკეტს თბილისის მერი გიგი უგულავა და იტალიის ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი გახსნიან.
ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების მაღალი ხარისხი, ფართო არჩევანი და ზომიერი ფასები, კომფორტული კაფე სრული მომსახურებით (თაკე Aწაყ), ინტერნეტ (ჭIFI) ზონა, აფთიაქი, სწრაფი გადახდის აპარატი, ბანკომატი, უნიკარდით ქულების დაგროვების საშუალება, სასიამოვნო გარემო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება 24 საათის განმავლობაში - ეს "ყველაფერი ერთ ადგილას" მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის.
პრეზენტაციაზე ჟურნალისტების ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილია ავტობუსი, რომელიც 11:00 საათზე "ვისოლის" სათავო ოფისიდან (ჭავჭავაძის გამზირი # 74ბ) გავა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რუსუდან კბილაშვილს
8 99 320412.