დღეიდან "ლუკოილის" საცალო ქსელში საწვავის ფასი 5 თეთრით გაძვირდა.
კომპანიის ინფორნაციით დღეიდან "ლუკოილის" ბენზოგასამართ სადგურებზე Euro Super -ის ღირებულებამ 2,10 ლარი შეადგინა.
Euro Diesel -ის ღირებულება 2,5 ლარით განისაზღვრა, ხოლო Euro Premium -ის ფასი 1,98 ლარით. Euro Regular-ის ფასი დღეიდან 1,90 ლარია, ხოლო Premium Avantguard -ის ღირებულება 2,5 ლარია.
აღსანიშნავია, რომ საწვავის ფასი რამოდენიე დღის უკან 5 თეთრით გააძვირა კომპანია "ვისოლმაც".