მომავალი წლიდან საგადასახადო სამსახური ახალი სალარო აპარატების შემოტანას გეგმავს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებთან შეხვედრის დროა აღნიშნა.
მინისტრის თქმით, მსოფლიოში, კერძოდ კი ევროპაში გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც სალარო აპარატების მეშვეობით თითოეული ამორტყმული ჩეკის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო სამსახურში მიდის, რადგან სალარო აპარატები ცენტრალურ ოფისთან GGPAღ-ს სისტემით არიან მიბმულები.
"ახალი სალარო აპარატების შემოტანის შემდეგ მათი შემოწმება საჭირო აღარ იქნება საგადასახადო სამსახურის მიერ და მათ მხოლოდ ხარვეზის ან უზუსტობის დაფიქსირების შემთხვევაში შეამოწმებენ, ეს კი მეწარმეს საქმიანობას კიდევ უფრო გაუადვილებს", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ფინანსთა მინისტრი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს და ახლა ეკონომიკურ კურსს აცნობს. სხდომა პარლამენტში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.