"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, კომპანიის მიერ განხორციელებული აქტიური მუშაობის შედეგად 2010 წელს საქართველოს ავია ბაზარზე შემოვიდნენ ისეთი ავიაკომაპნიები, როგორიცაა პირველი დაბალტარიფიანი ავიაკომპანია - "პეგასუსი", პოლონური ავიაკომპანია "‘ლოტი", ავიაკომპანიები ‘"სიბირი", "ურალის ავიახაზები" და "ეარ ბათუმი", ხოლო ბაზარზე უკვე არსებულმა ავიაკომპანიებმა გაზარდეს ავია რეისები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება დაიწყეს ავიაკომპანიებმა - "აეროსვიტმა" და "ბელავიამ", ხოლო ავიაკომპანია "ეარ ბალტიკი" ავია მიმოსვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
2010 წლის 11 თვის მონაცემების თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 %-ით გაიზარდა მგზავრთა რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 2006 წლიდან 2010 წლამდე სატვირთო გადაზიდვებმა მოიმატა 71%, ხოლო 2010 წლის 11 თვის მონაცემებით გაიზარდა 22% -ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
კომპანიის ინფორმაციით, ბაზარზე ახალი ავიკომპანიების შემოყვანა აეროპორტების ოპერატორმა კომანიამ სხვადასხვა ტურისტუ გამოფენბში აქტირი მონაწილეობის შედეად მოახერხა.
კომპანიის ინფორმაციით, სწორედ დამთვლიერებლისა და ავიაკომპანიების მოზიდვისა და საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით 2010 წლის განმავლობაში "ტავ ჯორჯიამ" მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენებში, როგორიცაა ლონდონის ყოველწლიური ტურისტული გამოფენა - WTM (World Travel Market), ბერლინის ტურისტული გამოფენა - ITB, კანადაში, ვანკუვერში გამართული სატრანსპორტო გამოფენა -World Routes. ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო საუკეთესო აეროპორტის ჯილდო ნომინაციაში "საუკეთესო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნებისა და დესეთეს მასშტაბით", ახლად განვითარებული ბაზრების აეროპორტების დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე დუბაიში.