"უნიქარდის" პარტნიორ "ელიტ ელექტრონიქსში" საშემოდგომო სიახლეები გრძელდება. დღეს „ელიტ ელექტრონიქსის" ქსელს ოცდამეორე მაღაზია შეემატება. ახალი მაღაზია თელავში ალაზნის გამზირზე იქნება განთავსებული, სადაც 15 ადგილობრივი მცხოვრები იქნება დასაქმებული.
დღეს „ელიტ ელექტრონიქსის" მომხმარებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდის BOSCH-ის ტექნიკაზე სპეციალურ აქციას შესთავაზებს. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება BOSCH--ის საოჯახო ტექნიკა 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეიძინონ.
დღეს "უნიქარდით" სარგებლობა თბილისის გარდა ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც შესაძლებელია. უახლოეს მომავალში მომხმარებელბი ქულების დაგროვებას თელავში, გორსა და მცხეთაშიც შეძლებენ. ეწვიეთ "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელს და დააგროვეტ ქულები "უნიქარდზე", ყოველ 100 ლარზე 10 ქულა.
"უნიქარდის" უნივერსალური ბარათით სარგებლობა 200-მდე კომპანიის 1000-ზე მეტ ობიექტშია შესაძლებელი და სავაჭრო სეგმენტში არსებულ ყველა სფეროს მოიცავს. პარტნიორი კომპანიები "უნიქარდის" მოხმარებლებს წამახალისებელი აქციებით, ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და ახალი შეთავაზებებით ანებივრებენ.
"უნიქარდი" ბაზარზე 2010 წლის 8 აპრილიდან გამოჩნდა და საკმაოდ მოკლე დროში პოპულარული გახდა. "უნიქარდმა" 15 ნოემბრამდე 108 784 საჩუქარი გასცა და 401 005 მოხმარებელი შეიძინა, მათ შორის პირველი სექტემბრიდან დღემდე 44 164 ახალი მომხმარებელი. საჩუქრების ღირებულება 12 ქულიდან იწყება. ნესმისმიერ ადამიანს შეუძლია დააგროვოს ქულები და მიიღოს შესაბამისი საჩუქარი.
მასალის გამოყენების პირობები