აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 16 - 22 ოქტომბრის კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 5 მლნ ბარელით გაიზარდა და 366.2 მლნ ბარელს შეადგენს, რაც 7.8 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ბენზინის მარაგები 4.4 მლნ ბარელით შემცირდა და 214.9 მლნ ბარელი შეადგენა, რაც 3.1 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1.6 მლნ ბარელით 168.4 მლნ ბარელამდე, რაც 0,4 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და შეადგენს 726,6 მლნ ბარელს.
კვირის განმავლობაში აშშ-ში ნავთობის მოპოვება 5,536 მლნ ბარელიდან 5,540 მლნ ბარელამდე გაიზარდა.
ნავთობის მიწოდება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გაიზარდა 13.967 მლნ ბარელიდან 14.138 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.
ნავთობის იმპორტი 8.567 მლნ ბარელიდან 9.463 მლნ ბარელამდე/დღეში გაიზარდა.