თარიღი    დრო

იური ლუჟკოვს სოხუმის აეროპორტში სერგეი ბაღაფში დახვდა

საქართველო, თბილისი - 13:00 11.13.2009 411
სეპარატისტულ აფხაზეთში მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ჩავიდა. მოსკოვის მერთან ერთად სოხუმს მოსკოვის მერიის წარმომადგენელთა დიდი დელეგაციაც ჩავიდა. სოხუმის აეროპორტში იური ლუჟკოვს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში დახვდა. 
"მოსკოვის მერიის დიდი დელეგაციეს სტუმრობისას გაფორმდება რამდენიმე ხელშეკრულება მოსკოვისა და აფხაზეთის მთავრობებს შორის", _ იუწყება აფხაზური მხარე.

მათი ინფორმაციით, ხელშეკრულებები გაფორმდება სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში. გაფორმდება ასევე მემორანდუმი სამეწარმეო სფეროში.

11:00 საათზე მოსკოვის მთავრობის დელეგაცია აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდებიან და დოკუმენტებს მოაწერენ ხელს. 12:00 საათზე მოსკოვის მთავრობის დელეგაციის მიერ აფაზეთში ჩატანილი ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. 12:20 საათზე მოსკოვის მთავრობის დელეგაცია სოხუმის ცენტში "მოსკოვის სახლის" სამშენებლო სამუშაოებს მოინახულებს. 15:00 საათზე ფილარმონიაში გაიმართება კონცერტი სახელწოდებით "რუსეთისა და აფხაზეთის ახალგაზრდობა _ ერთად მომავლისკენ".

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sporti

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.8%