საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პირველად საქართველოში საერთაშორისო ასოციაცია Global Star-მა რესტორან "ოვალს" 5 ვარსკვლავი მიანიჭა.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2010 წლის 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გაიმართება პრესლანჩი მედიის წარმომადგენლებისთვის, ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე გახსნის.
Global Star-ი დაფუძნებულია FORBES -ის სტანდარტებზე. ვარსკვლავების მინიჭებამდე Global Star-ის თანამშრომლები ზედმიწევნით ამოწმებენ ორგანიზაციის მენეჯმენტს და პერსონალის მომზადების დონეს. "ოვალის" პერსონალმა გაიარა ტესტირება, ასევე შემოწმდა მისი მენეჯმენტის სისტემა,
Global Star-ის მოთხოვნების მიხედვით ყველა საერთაშორისო სტანდარტი დააკმაყოფილა და 5 ვარსკვლავის მფლობელი გახდა.
დღეისათვის "ოვალი" საქართველოში ერთადერთი 5-ვარსკვლავიანი რესტორანია. აღსანიშნავია, რომ 5 ვარსკვლავის მინიჭებას არ გამოუწვევია ფასების ზრდა, თავად რესტორნის მესვეურები აღნიშნავენ, რომ ეს ახალი ტიტული პირველ რიგში საუკეთესო ხარიხის შენარჩუნების სტიმულია.