მომავალი წლის საქართველოს ბიუჯეტი 7 მილიარდი ლარით განისაზღვრა და 2011 წელსაც პრიორიტეტებად კვლავ ჯანდაცვა, განათლება და სოციალური სფეროები რჩება.
ასევე თანხები გამოიყოფა და დასრულდება ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია.
"2011 წლის ბიუჯეტი უკვე პარლამენტშია შემოსული და მასში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელიც პირველი მოსმენისათვის არის საჭირო, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი ახალი დანიშნულია და ამ უწყების ბიუჯეტზე აქტიური მუშაობა და კონსულტაციები მიდის. არ გამოვრიცხავ, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი გადაიხედოს. დამატებით დეტალებს პარლამენტს პირველი მოსმენისას ვაცნობებთ",- განაცხადა მთავრობის საპარტამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.