საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ფერმერთა 15 კაციანი დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის დროს სტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართულ გამოცდილებას, ბიზნესის დაწყების გამარტივებულ პროცედურებს, უძრავი ქონების სფეროში ბოლო დროს განხორციელებულ სხვადასხვა რეფორმება და მიღწევებს გაეცნენ.
საჯარო რეესტრის გარდა, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ეკონომიკის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალო რეესტრის სააგენტოს ეწვია.
ვიზიტი, რომლის მიზანია სამხრეთ აფრიკიდან ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული აგრარული კავშირის ინიციატივითა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით მიმდინარეობს. დელეგაცია საქართველოს 6 ოქტომბერს დატოვებს.
.
მასალის გამოყენების პირობები