ახალი საგადასახადო კოდექსი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 73 ხმით ნულის წინააღმდეგ იქნა მიღებული. საპარლამენტო უმცირესობამ კანონპრეოქტს მხარი არ დაუჭირა. თუმცა მათ ხმა არც კანონპრეოქტის წინააღმდეგ მიუციათ.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის კენჭისყრას საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა. მესამე მოსმენამდე კანონპროექტის მეორე მოსმენით დარჩენილ მუხლებს ეყარა კენჭი და შემდეგ კანონპროექტი მესამე მოსმენით ერთიანად იქნა მიღებული.
კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდუარშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მუხლთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე სადავო იყო, შეთანხმება მიღწეულია. თუმცა მისივე განმარტებით, ეს ძირითადად მესამე მოსმენისთვის ითვალისწინებს რედაქციული ხასიათის შენიშვნებს.
არსებითი და პრინციპული შენიშვნები ბაინდურაშვილის თქმით, ივლისში კანონპროექტის პირველ და მეორე მოსმენით მიღებისას იქნა შეთანხმებული.
რაც შეეხება თავად ახალ საგადასახადო კოდექსს იგი აერთიანებს საგადასახადო და საბაჟო კანონდებლობას და როგორც ბაინდურაშვილი აღნიშნავს, "ეს არის არა მხლოდ სამართლებრივი დოკუმენტების გაერთიანება, არამედ არის გადასახადების გაერთიანებაც, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება მეწარმეებისა და ბიზნესმენებისთვის", _
ახალ საგადასახადო კოდექსს ბაინდურაშვილი აფასებს როგორც რბილ კანონპროექტს და აღნიშნავს, რომ თავის დროზე მიღებული შედარებით ხისტი საგადაასახადო კოდექსი განპირობებული იყო იმ დროის მოთხოვნებით და ახლა ამ ხისტი მიდგომების შერბილება აუცილბელის.
ახალი საგადასახადო კოდექსით შემოდის არა ერთი სიახლე მათ შორისაა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, ასევე ახლებური მიდგომა საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.
"მეწარმეს, რომელსაც ბიზნესი ახალი დაწყებული აქვს და რომელსაც, შესაძლოა, კარგად არა აქვს წაკითხული საგადასახადო კანონმდებლობა, სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს. არამედ პირიქით უნდა დაეხმაროს მას ბიზნესის წარმოებაში", - აცხადებს ბაინდურაშვილი.