“თი-ბი-სი ბანკის“ მეორე დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძის შემდეგ უარყოფს, რომ სკანდალური წერილის საქმეში ჯაფარიძე მასსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის შუამავალი იყო.
ამ წერილის ნამდვილობის საკითხი საზოგადოებაში ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამ დროს მამუკა ხაზარაძე არ პასუხობს კითხვებს, არც ე.წ. შუამავალთან, არც ამ ე.წ. წერილთან დაკავშირებით ლონდონში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს ადასტურებს, რომ მთელის ეს წერილთან დაკავშირებული ისტორია მხოლოდ პოლიტიკური მიზნით დაიგეგმა.
მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის კონსორციუმის მიერ გამართული ღონისძიების შემდეგ უპასუხა.
„ბადრი ჯაფარიძე და მე, იცით, რომ ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ – ერთი ოჯახის წევრები და, შესაბამისად, აქ შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ბადრი ჯაფარიძის შუამავლობის თემა ტელეკომპანია “რუსთავი 2.”-მა ექსკლუზიურად გაავრცელა ორ სანდო წყაროზე დაყრდნობით. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს წერილი გახარიამ გაუგზავნა და შუამავალი ამ პროცესში იყო ბადრი ჯაფარიძე.
ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ უარყო ბადრი ჯაფარიძემ, დღეს კი მამუკა ხაზარაძეც უარყოფს ინფორმაციას, რომ ბადრი ჯაფარიძე მასსა და გახარიას შორის შუამავალი იყო.