ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია, ქალბატონო თინა. მისი მოტყუება არ არის კაცური, ადამიანური და მორალური საქციელი, - განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ბატონი ოთარი ვანოს ატყუებდა, გიცავო. ბატონი გიგა, კვირიკაშვილის მთავრობას რო ამტკიცებდნენ, ქანდარაზე შემომჯდარი ქუთაისის პარლამენტში, მეუბნებოდა, ვანო იულია ტიმოშენკოაო და სტრასბურგი გაგაშვებინებს, იმიტომ რომ დავა წააგეო. ბატონ გიგას ვეუბნებოდი, ნუ ატყუებთ პატიმარს, არ არის ვანო იულია და მას არ გაათავისუფლებს სტრასბურგი მეთქი. სად არის ვანო, გამოვიდა ვანო? თუ გამოვიდა და გამომეპარა. ნუ ატყუებ პატიმრებს, ვინც არ უნდა იყოს ის. ამასობაში ბატონი ოთარი ვანოს დაცვაში ითხოვდა ფულს. ვერც ის გაიგო, პოლიტიკოსია, ადვოკატია, ნაცია, ევრონაცია, ვერ გაიგო ვერაფერი, მაგრამ გირვანქა სტერლინგეში ითხოვდა ფულს ხაზინიდან. ამ ნაწილში რო დავამარცხე, ამას რატო არ მითვლის წარმატებად. ა, იმიტომ, რომ ეს მისი მარცხია“, - განაცხადა წულუკიანმა.