საქართველო ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 119-ეა. რეიტინგს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაკვეთით, ყოველწლიურად World Happiness Report-ი ადგენს.
აღსანიშნავია, რომ გასული წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო 128-ე პოზიციაზე იყო.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგს, ზედიზედ უკვე მეორედ, ფინეთი ლიდერობს.
შემდეგ პოზიციებს ათეულში იკავებენ დანია, ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ახალი ზელანდია, კანადა და ავსტრია. აშშ-მა მე-19 ადგილი დაიკავა, გერმანიამ - მე17, დიდმა ბრიტანეთმა - მე-15, საფრანგეთმა -24-ე, საუდის არაბეთმა - 28-ე.
ყველაზე უბედურ ქვყნებად დასახელდა სამხრეთ სუდანი (ბოლო 156-ე ადგილი). ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ავღანეთში, ტანზანიაში, რუანდაში, იემენსა და მალავიში.
World Happiness Report-ის რეიტინგს გაეროს დაკვეთით 2012 წლიდან ადგენენ. კვლევა აფასებს 156 ქვეყანას სიცოცხლის ხანგრძლივობის, სოციალური მხარდაჭერის, კორუფციის დონისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.