ავსტრალიაში, კერძო სახლების გამქირავებელ ჯეისონ კოლტონს, 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. კოლტონმა სტუმარი, რამიზ ჯანუზი, დავალიანების გადაუხდელობის გამო ცემით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ორი მოწმის მტკიცებით, ჯანუზი ჩემოდნებით სახლს ტოვებდა, როდესაც მასპინძელი თავს დაესხა, ჯერ სცემა და შემდგომ, - დაახრჩო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლულმა სტუმარმა მასპინძლისთვის 210 ავსტრალიური დოლარის გადახდა ვერ შეძლო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რამიზ ჯანუზიმ 2017 წლის მარტში, მელბურნში 3 ღამით იქირავა იაფფასიანი ბინა. 210 ავსტრალიური დოლარის სანაცვლოდ, ღამეების რაოდენობის გაზრდა ერთ კვირამდე მოითხოვა, ხოლო check out-ის დროს ანგარიშზე მხოლო 10 დოლარი აღმოაჩნდა.
პროკურორის მტკიცებით, კოლტონმა იქამდე ურტყა სტუმარს ვიდრე ჯანუზმა გონება არ დაკარგა, ხოლო შემდგომ დაახრჩო. მოკვლის შემდეგ აგინა, აფურთხა და ფეხებით შესდგა.
სასამართლომ მკვლელი დამნაშავედ 2017 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის სცნო და 11 წელი მიუსაჯა. ბრალდებული დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.
ავსტრალიელმა მოსამართლემ დანაშაულის ეს ფაქტი, განაჩენის გამოცხადებისას შეაფასა როგორც „ლაჩრული, მანკიერი და საშინელი“ აქტი.