თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტარო ასოუს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 20:31 03.15.2019 134

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ფინანსთა მინისტრ ტარო ასოუს შეხვდა. საუბარი შეეხო ორმხრივი პოლიტიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მაღალ დონეს და გამოითქვა მზადყოფნა, ეკონომიკური კავშირების ასეთივე განვითარებისთვის.

აღინიშნა, რომ ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი, ასევე მის ფარგლებში დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ, რომელიც საქართველოში იაპონურ ინვესტიციებს წაახალისებს.

მხარეები მიესალმნენ ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების ძირითად ტექსტზე მუშაობის წარმატებით დასრულებას. საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და პოზიტიურად შეფასდა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში ქვეყნის მე-6 ადგილზე დაწინაურება.

პრემიერმა ისაუბრა გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ქვეყნის პოტენციალზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ იაპონია არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, ძლიერი ნების მქონე ერმა სირთულეები დაძლიოს და წარმატებას მიაღწიოს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქართული ღვინისკულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენაზე - „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს. აღინიშნა, რომ პროექტი იაპონიაში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის სამშობლოს შესახებ ცნობადობის გაზრდას და ხალხთაშორისი ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა იაპონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%