თარიღი    დრო

ახალი გენგეგმის თანახმად თბილისი ადამიანების ინტერესებზე მორგებული ქალაქი იქნება - შალვა ოგბაიძე

საქართველო, თბილისი - 19:18 03.15.2019 298

თბილისის საკრებულოს სხდომაზე  დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უმრავლესობის წევრმა, შალვა ოგბაიძემ შეაფასა. მისი თქმით დოკუმენტი, რომელსაც საკრებულო დღეს დაამტკიცებს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში დედაქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტი იქნება. მისივე თქმით, ახალი გენგეგმის თანახმად  თბილისი ადამიანების ინტერესებზე მორგებული ქალაქი გახდება.

„დღევანდელი დღე ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია.  დღეს იწყება თბილისის განვითარების ახალი ეტაპი.  სწორედ ამ დოკუმენტზეა დამოკიდებული,  როგორი იქნება ჩვენი ქალაქის იერსახე და რას დავუტოვებთ ჩვენ შთამომავლობას.  ჩემთვის, როგორც ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლისთვის, საყურადღებოა შემდეგი ფაქტი: ახალი გენერალური გეგმა უზრუნველყოფს, რომ თბილისი საჯარო სივრცეების და  მწვანე საფარის განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქი გახდეს. გარდა ამისა,  იგეგმება ტრანსპორტის ქსელის განვითარებაც. ეს პროცესი უკვე დაწყებულია“ - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%