თარიღი    დრო

გენგეგმა არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქალაქის დოკუმენტია - გიორგი ტყემალაძე

საქართველო, თბილისი - 18:30 03.15.2019 92

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქალაქის დოკუმენტია.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაც ასე ფიქრობს, უბრალოდ ნეგატივის წარმოჩენა მათი პოლიტიკური დღის წესრიგია. დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქალაქის სწორ, გრძელვადიან განვითარებას.  გენგეგმასთან ერთად მივიღებთ ცვლილებებს იმ სამშენებლო წესებში, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ ფუნქციური ზონების მიხედვით განვითარებას. ეს ორივე გადაწყვეტილება ჩვენი ქალაქის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში იყო ჩართული.  მისი თქმით, წლების განმავლობაში ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ დოკუმენტი ყოფილიყო რეალისტური და სრულყოფილი.

„დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება და ამაში ამ ადამინების წვლილი დიდია, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში წლების განმავლობაში იყო ჩართული,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%