თარიღი    დრო

ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ოფიციალურად გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 18:01 03.15.2019 102

პრემიერ-მინისტრმა ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ოფიციალურად გახსნა. იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას - „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მასპინძლობს.

ექსპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დღეს ოფიციალურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.

გამოფენა, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის მრავალათასწლოვანი კულტურის წარმოჩენაზე, უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. პროექტში იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა უახლესი ტექნოლოგიის - Warpqsuare-ის გამოყენებით ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლება, რაც დამთვალიერებელს ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

მთავრობის მეთაურმა, სტუმრებთან ერთად, გამოფენა დაათვალიერა და მის შესახებ დეტალური ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელ დავით ტყემალაძისგან მიიღო. პროექტი - “საქართველო - ღვინის სამშობლო”, გამოფენასთან ერთად, ქართული ღვინის წარმოშობისა და უნიკალურობის შესახებ მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების სემინარებს, დეგუსტაციას, „ქართული სუფრის“ მასტერკლასებსა და კულტურულ პროგრამას მოიცავს. ქართული ღვინის ისტორიით დაინტერესებულ იაპონური მედიის წარმომადგენლებს დღეს ინტერვიუ მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გამოფენის სტუმარი ჟურნალისტებისთვის კი პრესკონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა.

ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმიმიძღვნილი ექსპოზიცია ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით იმართება და 7 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის - „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელება 2017 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრიდან დაიწყო და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგად, სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%