თარიღი    დრო

მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროექტი იწყება

საქართველო, თბილისი - 15:18 03.15.2019 66

პილოტური პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მარნეულის კომპოსტირების საწარმოს თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას, ასევე, იმ მწვანე ნარჩენების ეფექტიან გამოყენებას, რომლებიც რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ხვდება და მათი მოცულობის, დაახლოებით, 50%-ს იკავებს. 

პილოტური პროექტის პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი,  ქ. მარნეულის მერი ზაურ ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსგავსი ტიპის ინიციატივების მხარდაჭერა, ვინაიდან ეს არის კარგი შესაძლებლობა მარნეულის მუნიციპალიტეტში  საწარმოს მიერ მიღწეული შედეგები სხვადასხვა რეგიონში დაინერგოს. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ნარჩენების სწორი მართვა, დამუშავება და მისი ხელახალი დაბრუნება ბუნებაში“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

„ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის საკითხებში, რომლის მნიშვნელოვან შემადგენელს ნარჩენების მართვა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საკუთარი გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პილოტური პროექტის საშუალებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საქართველოში არსებობს ნარჩენების უკეთესად მართვის  და მწვანე ნარჩენების სასარგებლო კომპოსტად გადაქცევის შესაძლებლობები“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

პილოტური პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში, დიდი ზომის კონტეინერები დაიდგა საცხოვრებელ უბნებში და რამდენიმე საბავშვო ბაღში, ხოლო მცირე ზომის სამზარეულოს კონტეინერები დარიგდა სამიზნე ოჯახებსა და შერჩეულ საბავშვო ბაღებში. ამავე დროს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოსარგებლე მხარეებთან, რომლის დროსაც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა მწვანე ნარჩენების შეგროვების მიზანი და მეთოდი განმარტეს.

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%