თარიღი    დრო

შსს-მ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა

საქართველო, თბილისი - 15:00 03.15.2019 130

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდა საქართველოში ნარკოტიკებისმშემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა და ორგანიზებული ჯგუფის წევრების - მსხვილი ნარკორეალიზატორების დაკავება. თბილისის, ქვემო ქართლის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი მასშტაბური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები განახორციელეს, რომლის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავეს.

კერძოდ, თბილისში - ფონიჭალის დასახლებაში დაკავებულია ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ნარკოტიკებს სისტემატურად ასაღებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის „ჰეროინის“ და „კოკაინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.

პოლიციამ ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 9 პირი - დედაქალაქის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გრძელდება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 262-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 11 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი", 800 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1300 აბზე მეტი „ექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%