თარიღი    დრო

აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

საქართველო, თბილისი - 13:32 03.15.2019 82

სამგორის რაიონის გამგეობა აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 380 000 ლარი გამოიყო.

ხვედელიანის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნო.

„სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ხვედელიანის ქუჩაზე მძიმე მდგომარეობა იყო, რის გამოც საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კერძო ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ.  ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას განვახორციელებდით. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, აღნიშნულ დასახლებაში, ქებურიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონაც მოვაწყვეთ“, - განაცხადა კახა გულედანმა. 

საგზაო სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ენ დი როუდი“ აწარმოებს.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%