თარიღი    დრო

NEXI - ის პრეზიდენტი - მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას

საქართველო, თბილისი - 12:24 03.15.2019 65

საქართველოსთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ კომენტარი გააკეთა.

„ეს დიდი წარმატებაა. გვწამს, რომ ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ სამომავლოდ იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას საქართველოში. ასევე მჯერა, რომ დღევანდელ ფორუმში მონაწილე რამდენიმე იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას,” - განაცხადა NEXI - ის პრეზიდენტმა.

შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%