თარიღი    დრო

დიმიტრი ცქიტიშვილი, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

საქართველო, თბილისი - 09:35 03.15.2019 52

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

საქართველოს პარლამეტნის წევრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში.

გარდა ამისა, დიმიტრი ცქიტიშვილი გეგმავს შეხვედრის გამართვას ვერმონტის შტატის სენატორ, ბერნი სანდერსის ოფისში.

დიმიტრი ცქიტიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს ამერიკის პროფესიულ კავშირებში (AFL-CIO) და ამერიკულ სოლიდარობის ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილი შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი, შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილის გარდა, შეხვედრებს ქართული მხრიდან ასევე დაესწრებიან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე.

ვაშინგტონში ვიზიტამდე დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას, ნიუ-იორკში დაესწრო.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%