თარიღი    დრო

აფხაზეთში სომხური ეკლესიების რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში ყოფნა, ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა - ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:58 03.14.2019 5249

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრისას აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სომხური ეკლესიების რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში ყოფნა, კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა.

სალომე ზურაბიშვილმა არარატ მირზოიანთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩადიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში.

“ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%