თარიღი    დრო

ინდოელმა მილიარდერმა საქველმოქმედო ორგანიზაციებს 7,5 მილიარდი აჩუქა

საქართველო, თბილისი - 13:58 03.14.2019 621

აზიმ პრემჯი ინდოელი მილიარდერი და Wipro კონგლომერატის ხელმძღვანელია. ფილანტროპული აქტივობებისთვის,  ბიზნესმენმა  ქონების 34%, 7,5 მილიარდი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა. დონაციის ეს ფაქტი, ინდოეთის ისტორიაში უპრეცენდენტოა.

მილიარდერმა დაარსდა აზიმ პრემიჯის უნივერსიტეტი, რომელის მიზანია ინდოეთში პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების მომზადება, მათთვის უმაღლესი განათლების ხარისხიანად გადაცემა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერება.

ფონდის მიზანია ჩრდილოეთ ინდოეთში კიდევ ერთი უნივერსიტეტის აშენება. ამავდროულად, პერმიჯის უნივერსიტეტის 5000 ერთეულამდე გაზრდის და 400-მდე ფაკულტეტის აკუმულირება. ამ ეტაპზე გრანტის მიმღებთა რაოდენობა 1600-ია, თუმცა პრემიჯის უნივერსიტეტის განცხადებით მათი რაოდენობა გასამმაგდება.

ბლუმბერგის ხუთწლიანი სტატისტიკით, უმდიდრესი ინდოელები, რომელთა ქონებაც 50 მილიონსა და მეტს შეადგენს, ქველმოქმედებაში ნაკლებს ხარჯავენ. ამ კუთხით, პრემიჯი განსაკუთრებულია. 73 წლის ბანგალორელი ბიზნესმაგნატი, ინდოეთში მე-2, ხოლო ბლუმბერგის უმდიდრეს ადამიანთა სიაში 51-ეა.

ინდოელი მილიარდერის ქონება ჯამში 21 მილიარდია.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%