მე ბევრი ჭორი ვიცი ქალბატონ გიგაურთან დაკავშირებით, მათ შორის რეალობაც ვიცი, - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი. მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებმა Fake ანგარიშები მიაწოდეს და დეპარტამენტი გავლენების ქვეშ მოექცა.
„მე ბევრი ჭორი ვიცი ქალბატონ გიგაურთან დაკავშირებით, მათ შორის რეალობაც ვიცი. ასეთ ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ძალიან პოლიტიზირებულია. სახელმწიფო დეპარტამენტს რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს არის ჭორების შეგროვება, ეს არის Fake ანგარიშები, რასაც გიგაური, სალაძე და სხვები შვებიან“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.