თარიღი    დრო

ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას უნდა წარუდგინოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმა - რომ მათ გააწევრიანებს - იან ბრჟესინკი

საქართველო, თბილისი - 10:24 03.14.2019 122

საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე ნატო-ს მერყეობამ, მხოლოდ გააცოცხლა პუტინის მადა,განაცხადა ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, იან ბრჟესინკიმ 13 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სახელწოდებით - „ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“.

მისი განმარტებით, საჭიროა, რომ ნატო-მ განსაკუთრებით გააძლიეროს ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვისა და არქტიკის ფლანგები.

„საჭიროა, რომ ალიანსმა მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას უნდა წარუდგინოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმა - რომ მათ გააწევრიანებს. ... მოსკოვის უკრაინასა და საქართველოში შეჭრით, ჩვენ მივიღეთ მკაფიო გაკვეთილი. ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების თაობაზე ნატო-ს მერყეობამ მხოლოდ გააცოცხლა ვლადიმირ პუტინის მადა, რომ მოსკოვის კონტროლი განამტკიცოს და მადესტაბილიზირებელი „ნაცრისფერი“ ზონები შექმნას ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტში“, - განაცხადა ბ-ნმა ბრჟესინსკიმ.

ბრჟესინსკის განმარტებით, უკრაინისა და საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისადმი, დასავლეთის მხრიდან უფრო ქმედითი და ძლიერი მხარდაჭერის ვალდებულების აღების შემთხვევაში, ნაკლები ალბათობაა, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელებდა აგრესიას.

„ეს ქვეყნები მიისწრაფვიან ნატო-ში გაწევრიანებისაკენ და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აგზავნიან, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენს მისიებს, ეს იქნება ბალკანეთსა, თუ ავღანეთში. მე მახსოვს დრამატული სახის გადაცემა ავღანეთში მებრძოლი ქართული ოცეულის თაობაზე, რომელიც ჩვენს საელჩოს იცავდა და ამას მაღალპროფესიულად აკეთებდა. მათ მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა სჭირდებათ ჩვენგან“ - განაცადა ბ-ნმა ბრჟეზინსკიმ. 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%