თარიღი    დრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 09:40 03.14.2019 198

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს წარუდგენს. "მთავრობებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ, რომ თავად მთვრობა არ ჩაერევა არაკანონიერად ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებში", - ამბობს ანგარიშის შესავალში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

საქართველოზე საუბრისას, ანგარიში გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. შეფასება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას ეფუძნება და იმეორებს, რომ არჩვენების დრო გამოიკვეთა „არათანაბარი სათამაშო ველი, ამომრჩევლის დაშინების და შურისძიების შიშის“ შემთხვევები.

სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. „იყო ერთი ბრალდება, რომ მთავრობამ ან მისმა აგენტებმა გაუმართლებელი მკვლელობა ჩაიდინეს“, - ნათქვამია ანგარიშში. ხორავას ქუჩის მოვლენებზე ანგარიში ამბობს, რომ „სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გამოძიების მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს“.

ანგარიშში საუბარია რუსეთისა და ოკუპირებული რეჟიმების უსაფრთხოების სამსახურების მიერ ოკუპაციის ხაზზე მცხოვრები ადამიანების თვითნებურ დაკავებასა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე. სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობას და მუქარას. "იყო ცნობები სუსი-ს მიერ სახელმწიფო რესურსების გამოყენების, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული თვალთვალის და ჩარევის დაუსჯელობის შემთხვევებზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს შემთხვევაში მთავარ საკითხებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი შემდეგ თემებს გამოყოფს: " ადამიანის უფლებების საკითხები მოიცავდა უსაფრთხოების სამსახურების მიმართ უსამართლო მკვლელობის ბრალდებას; ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რუსეთის და დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ ქვეყნის მოქალაქეების თვითნებურ დაკავებას და სიცოცხლის მოსპობას; პირად ცხოვრებაში არაკანონიერ ჩარევას; მაღალი თანამდებობის პირების მიმართ კორუფციის ბრალდებებს; და დანაშაულს, მათ შორის ძალადობასა და მუქარას" სექსუალური უმცირესობების მიმართ , - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიში აღნიშნავს, რომ არსებობს კორუფციის ბრალებები მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. "მას შემდეგ რაც 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება მაღალი დონის კორუფციის ნიშნების და არაფორმალური კლანური მმმართველობის გარშემო, მთავრობის წამყვანმა წევრებმა ამ ჯგუფებზე და მათ ლიდერებზე სიტყვიერი იერიში მიიტანეს", - ამბობს ანგარიში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს „ანგარიშვალდებულების“ და „გამოძიების ნაკლებობას“ 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის აფგან მუხთარლის, „საქართველოდან გატაცების და აზერბაიჯანისთვის გადაცემის“ საქმეზე.

„გარკვეულ პოლიტიკურად მგრძნობიერე საქმეებზე, რომელსაც პროკურატურა იძიებს - მათ შორის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე და პოლიტიკური ძალადობის შემთხვევებში - დაუსჯელობა პრობლემად რჩება“, - ამბობს ის.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ „მაშინ, როდესაც სამოქალაქო ადმინისტრაცია ინარჩუნებდა თავდაცვის სამინისტროზე ეფექტურ კონტროლს, არსებობს იმის ნიშნები რომ დროდადრო მათ ვერ შეინარჩუნეს ეფექტური კონტროლი შინაგანი უსაფრთხოების სამსახურებზე“.

მედია გარემო

ანგარიში მედია გარემოს და გამოხატვის თავისუფლების შეფასებასაც მოიცავს. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მედიაზე მთავრობის გავლენის ზრდის გარშემო გამოთქვამდენ შეშფოთებას.

"ზოგიერთი მედია, მონიტორინგის ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გამოხატავენ შეშფოთებას მედია პლურალიზმისა და მედიაზე პოლიტიკური გავლენების შესახებ, განსაკუთრებით მთავრობისადმი კრიტიკული მედიების მიმართ. ზოგიერთი მედიის შემთხვევაში, შეშფოთებას იწვევს მთავრობის ჩარევა და ამ მედიის ოპოზიციური განწყობების კრიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის ყველაზე ყურებად ტელევიზიას რუსთავი 2-ს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია 2017 წელს მაესტროს, ჯი-დი-ეს-ის და იმედის შერწყმის შესახებ და ნათქვამია, რომ ამით მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობილი მედია საშუალებების კონტენტრაცია გაზარდა.

„ტელეკომპანია "იბერიის" დახურვამ და 2017 წელს, სამი ტელევიზიის შერწყმამ (მაესტროს, ჯი-დი-ეს-ის და იმედის გაერთიანება) მედია მრავალფეროვნება შეზღუდა და გაზარდა მმართველი პარტიის მომხრე მედია საშუალებების კონცენტრაცია“, - წერია ანგარიში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხს და აღნიშნა, რომ „არასამთვრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის დირექტორთა სიახლოვე მმართველ პარტიასთან“. ანგარიში ამბობს, რომ მედია მონიტორინგზე მომუშავე ორგანიზაციებმა გამოჰყვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც "მიკერძოებულია მმართველი პარტიის მიმართ“.

სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2018 წლის ანგარიში რიგით 43-ეა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს ადგენს აშშ-ს საელჩოების და საკონსულოების, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების, არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, იურისტების, ჟურნალისტების, აკადემიკოსების, მშრომელთა უფლებების დამცველების და გამოქვეყნებული ანგარიშების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

სტატია თავდაპირველად "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ გამოაქვეყნა.



konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%