თარიღი    დრო

ადრე რომ ამოეღოთ „ქართული ოცნების“ წევრებს ხმა არ გვექნებოდა ეს ტრაგიკული სიტუაცია - დოლიძე

საქართველო, თბილისი - 12:21 03.11.2019 241

ადრე რომ ამოეღოთ „ქართული ოცნების“ წევრებს ხმა და მოესმინათ ჩვენი, არ გვექნებოდა ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს, - განაცხადა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძე. ანა დიოლიძე მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებას, ეხმიანება.

დოლიძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს, სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთი წელი დასჭირდათ.

"სამწუხაროდ, ერთი წელი დასჭირდა, რომ მკვეთრი და პრინციპული პოზიცია დაეკავებინა ადეიშვილის ნარჩენების მიერ სასამართლოს მართვასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია ასეთია – ადრე რომ ამოეღოთ „ქართული ოცნების“ წევრებს ხმა და მოესმინათ ჩვენი, არ გვექნებოდა ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოფხიზლება ჯობია მუდმივად კლანის ტყვეობაში ყოფნას, როგორც დღესაც იმყოფება „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს პარლამენტში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება. ერთი საპარლამენტო უმრავლესობამ, მეორე კი უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მოამზადა. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%