თარიღი    დრო

სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

საქართველო, თბილისი - 11:19 03.04.2019 230

28 თებერვლიდან, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს დაზღვევის შეძენის ახალ კომფორტულ გზას შესთავაზებს. სილქნეტთან პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს სახლის დაზღვევა, უკვე პირდაპირ სილქ ტვ-დან შეეძლება.

დაზღვევის გააქტიურება სილქ ტვ-ის აბონენტებს ტელევიზორის მენიუში, აპლიკაციების ველიდან შეეძლებათ. აპლიკაციის ველში შესვლისთანავე მომხმარებელი აირჩევს ღილაკს სილქ დაზღვევა, რის შემდეგაც მას სილქნეტის ოპერატორი დაუკავშირდება და დაზღვევის დეტალებს გააცნობს.

სილქ დაზღვევა, ქონების შემდეგი რისკებისგან დაზღვევას ითვალისწინებს:

  • მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება;
  • კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, და გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა;
  • ხანძარი აფეთქება სტიქიური მოვლენების შედეგად, ფასადის შუშის დაზიანება.

სილქ დაზღვევის შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება სილქნეტის ქოლცენტრის საშუალებით.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%