თარიღი    დრო

ჩემი მოთხოვნაა, გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა - ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომას ესწრება

საქართველო, თბილისი - 15:24 02.23.2019 358

ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის შეხვედრა დაიწყო, სადაც გეგა გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი უნდა განიხილონ.

სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება. შეხვედრას ზურაბ დათუნაშვილიც ესწრება. ევროპის ჩემპიონი მოითხოვს, რომ გეგა გეგეშიძემ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.

შეხვედრის დაწყების წინ სხდომის მდივანსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მდივანმა ევროპის ჩემპიონს განუმარტა, რომ შეხვედრაზე, როდესაც მისი საკითხის განხილვა დაიწყებოდა, დათუნაშვილს სხდომაზე დასწრება შეეძლება.

„მაინტერესებს, ჩავხედო ამ ხალხს თვალებში, რას გადაწყვეტენ. ჩემი მოთხოვნაა, რომ გეგა გეგეშიძემ უნდა დატოვოს თანამდებობა,“ - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში  საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს შეხლა-შემოხლას უწოდებს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, ის დადგა არჩევამნის წინაშე - ან დაასრულოს კარიერა, ან სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე იფიქროს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%