თარიღი    დრო

წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 183 მლნ. ლარია გამოყოფილი

საქართველო, თბილისი - 13:49 02.20.2019 124

სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი  პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა  პარლამენტში მინისტრის საათზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.

შარშან, ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 90 მილიონი ლარის 14 პროექტი განხორციელდა, დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, კობი-გუდაურის 7,5 კმ. საბაგირო გზა, ბატონის ციხის რეაბილიტაცია, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა ვარძიაში, ხერთვისში და ვანის ქვაბების მუზეუმთან.

,,შარშან დეკემბერში დასრულდა ჩვენს რეგიონში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის საბაგიროს 7.2 კმ გზა, რომლის დაფარვაც 25 წუთში არის შესაძლებელი და ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, როცა ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, დამსვენებლები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ. შედეგად, გაიზრდება გუდაურის, როგორც კურორტის ზონის გეოგრაფიული არეალი და გაჩნდება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა კობშიც. ასევე განიტვირთება ყაზბეგი -გუდაურის საავტომობილო მონკავეთზე არსებული სატრანსპორტო მოძრაობაც“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გუდაურში საბაგიროსთან ერთად გასულ წელს მოეწყო წყლის ხელოვნური რეზერვუარი (100 000მ3), რომელიც ზამთარში კურორტზე  სათხილამურო ტრასების გათოვლიანებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტეში დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი 5.6კმ გზა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ტურისტთა გადაადგილებას ამ მონაკვეთზე და გაზრდის დამთვალიერებელთა რიცხვს.

წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 138 მლნ. ლარი.

მიმიდინარე წელს ქვემო ქართლში, სოფელ ასურეთში დასრულდება შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს XIX საუკუნის გერმანული ეკლესიის,  საცხოვრებელი სახლების და სასაფლაოს აღდგენას. ზუგდიდში დასრულდება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი,  მესტიაში - ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ასევე დასრულდება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი.

დაწყებულია აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება,  რომლის  თანახმადაც მოხდება და უკვე ნაწილობრივ დაწყებულია აბასთუმნის კურორტის განვითარება, რაც გულისხმობს მე-19, მე-20 საუკუნის ისტორიული სახლებისა და ნაციონალური ობსერვატორიის  სრულ რეაბილიტაციას,  1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდეგანას, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის და სხვა დამხმარე ტურიზმის ინფრასტრუქტურის განთავსებას.

ქალაქების ურბანული განახლების პროექტებთან ერთად, დაგეგმილია გადასახედების/ბელვედერების მოწყობის პროექტებიც, რაც წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე გადასახედების და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. უკვე შერჩეულია 5 კონკრეტული ლოკაცია კახეთის რეგიონში და დაგეგმილია კიდევ 10-მდე ლოკაციაზე იგივე ტიპის პროექტის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში ჩართულები იქნებიან ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორები, რომლებიც კონკურსის პრინციპით გადასახედის კონცეფციაზე იმუშავებენ, ხოლო გამარჯვებული კანდიდატის კონცეფციას, ჩვენ რეალურ პროექტად ვაქცევთ.

,,დღეს არსებული სიტუაციიდან და  პრობლემატიკიდან გამომდინარე, მინდა ცალკე გავამახვილო თქვენი ყურადღება კურორტ ბაკურიანზე. 2018 წელს ჩვენ დავამტკიცეთ დაბა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობითი გენ-გეგმები. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ბაკურიანის კურორტის შემდგომი განვითარება და როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს ვართ ბაკურიანში“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

უკვე დაწყებულია და წელს დასრულდება ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაკურიანში ტრანზიტულ მოძრაობას და შედეგად შემცირდება დღეს არსებული საცობები. დაწყებულია მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის მშენებლობა და დიდველზე არსებული პარკინგის გაფართოება და კეთილმოწყობა. 2019 წელს ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში მომზადდება კურორტზე სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა და შედეგად დარეგულირდება თუ სად, როდის და რა ტიპის ტრანსპორტით იქნება გადაადგილება შესაძლებელი კურორტის ზონაში.

,,ვიწყებთ ბაკურიანის ცენტრალური ბილიკის მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას რეკრეაციულ პარკში.  დავამატებ, რომ 2023 წელს ბაკურიანი უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. ამ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კურორტ ბაკურიანის ცნობადობას და დამსვენებლთა რიცხვს“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%