თარიღი    დრო

2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი

საქართველო, თბილისი - 13:32 02.20.2019 121

“მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროეცესზე ისაუბრა.

როგორც მინსიტრმა აღნიშნა, ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს და ყველაზე მეტი ინვესტიცია საგზაო ინფრატსრუქტურაში იდება.

„იმის გათვალისწინებით რომ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში განსაკუთრებით საინეტერესოა მისი აგმნხორცეიელბის ეტაპები, ეს არის მარშრუტი წითელი ხიდიდან სარფამდე და სადახლოდან სარფამდე.

2018-2023 წლების განმავლობაში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც სავარაუდოდ 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. აქედან, მიმდინარეობს 77 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები 81 კმ. მონაკვეთზე, სადაც ინვესტიცია დაახლოებით 2.1 მილიარდი ლარია. სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს 26 კმ. მონაკვეთზე, ეს არის რიკოთის 2 მონაკვეთი, ჩუმათელეთი-ხევი და შორაპანი-არგვეთა.

ამ მიმართულებთ, შორაპანი-არგვეთაზე სავარაუდოდ გვექნება გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი. ამ მონაკვეთის  დაფინანსება იყო იაპონური, JICA-ს მიერ და მხოლოდ იაპონურ კომპანიებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ტენდერის პირობით. სამწუხაროდ ფასი რომელიც მივიღეთ 2 იაპონური კომპანიიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარით აღემატებოდა საპროექტო ღირებულებას და სესხის ღირებულებას. ამიტომ, დამფინანსებელთან შეთანხმებით ეს პროცესი შევწყვიტეთ და მიდის მოლაპარაკებები 2 დონორ ორგანიზაციასთან რათა უხლოეს მომავალში დავიწყოთ ეს პროექტი“ - განაცხადა მაია ცქიტიშავილმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%