თარიღი    დრო

ტრამპის ადმინისტრაცია იწყებს გლობალურ კამპანიას, რათა ბოლო მოეღოს ლგბტ თემის კრიმინალიზაციას

საქართველო, თბილისი - 13:07 02.20.2019 294

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იწყებს გლობალურ კამპანიას, რათა ბოლო მოეღოს ლგბტ თემის კრიმინალიზაციას ათობით ქვეყანაში, სადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია უკანონოდ არის მიჩნეული. ამის შესახებ ტელეარხი NBC იუწყება.

კამპანიას სათავეში უდგას გერმანიაში აშშ-ის ელჩი რიჩარდ გრენელი, რომელიც ტრამპის ადმინისტრციაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც თავის სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბრობს.

„შეშფოთებას იწვევს ის, რომ 21-ე საუკუნეში 70-მდე ქვეყანაში კიდევ არსებობს კანონები, რომლებიც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების სტატუსს ან მათ ქმედებებს კრიმინალთან აიგიავებს“, - განაცხადა გრენელმა.

დეკრიმინალიზაციის სტრატეგია ჯერ განხილვის პროცესშია, თუმცა ელჩის თქმით, ამ საკითხში ჩაერთვება გაერო, ევროკავშირი, ეუთო და ის ქვეყნები, სადაც ლგბტ პირების უფლებები გადაიხედება. კამპანიაში ასევე ჩართულნი არიან აშშ-ის სხვა საელჩოები ევროპის ქვეყნებში.

არსებული ინფორმციით, კამპანია ირანში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიწყო.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%