თარიღი    დრო

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:26 02.19.2019 76

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 294.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.6 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს,“საქსტატის“ მონცამებით, 2019 წლის იანვარში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 12.4 პ როცენტი იყო.

ცნობისთვის, 2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება.

უარყოფითმა სავაჭრო  ბალანსმა 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში, ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 158.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%