თარიღი    დრო

იანვარში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში59.7 მლნ.აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 11:21 02.19.2019 63

2019 წლის იანვარში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 59.7 მლნ.აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 7.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე დაქვეყნის მთლიანი ექსპორტის 25.0 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 139.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (6.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 23.7 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის, 2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება.

უარყოფითმა სავაჭრო  ბალანსმა 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში, ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 158.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%