2018 წლის IV კვარტალში საქართველოში 62 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (33.9 პროცენტი) და ქვემო ქართლის (16.1 პროცენტი) რეგიონებშია განთავესბული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (14.5 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (14.5 პროცენტი), იმერეთის (6.5 პროცენტი), კახეთის (4.8 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (4.8 პროცენტი), გურიის (3.2 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (1.6 პროცენტი) რეგიონში:
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 293 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 178 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 858 კაცით განისაზღვრა. 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 68.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 59.0 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.7 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.1 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 8.3 პროცენტი - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.