თარიღი    დრო

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

საქართველო, თბილისი - 11:03 02.19.2019 289

სამედიცინო სერვისების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა  და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება დაიწყო.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ იაშვილის კლინიკის განვითარებაში გასული 3 წლის განმავლობაში 10 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად აღიჭურვა ონკოჰემატოლოგიის, ურონეფროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები. მიუხედავად ამისა, იაშვილის კლინიკისთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურული და რიგი კლინიკური საკითხების მოგვარება, რაც არც თუ ისე იშვიათად საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა.

კლინიკა განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარ ამოცანას პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა წარმოადგენს.  განვითარების პროექტი მოიცავს არა მარტო ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას,  არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვას.

პროექტი 2019 წლის 19 თებერვლიდან იწყება. ინვესტიციის ჯამური ღირებულება  5 მილიონ ლარს შეადგენს,  რომელიც  გადაუდებელი მედიცინის, ამბულატორიის და ჰოსპიტალური დეპარტამენტების რეაბილიტაციას, პაციენტებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სამედიცინო სტანდარტების დანერგვას, სამედიცინო გუნდის საერთაშორისო ექსპერტებით გაძლიერებას მოხმარდება.

წელიწადში ერთხელ მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ქვეყნის მოსახლეობას კლინიკური ხარისხის შედეგებს წარუდგენს.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში ერთადერთი მესამე დონის რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ პაციენტებს მართავს. კლინიკაში მძლავრი კლინიკური გუნდია კონცენტრირებული და მრავალი გადარჩენილი ბავშვის სიცოცხლეა დაკავშირებული დასაქმებული მედპერსონალის სახელთან.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%