თარიღი    დრო

პრემიერ-მინისტრმა EIB-ს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველო, თბილისი - 11:00 02.19.2019 64

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფისა და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით პარტნიორობაზე და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში EIB-ის დაფინანსებით განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტ Innovfin-ს, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ემსახურება და აღინიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური პროექტების განვითარებას.

პრემიერმა ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს საგზაო დერეფნის განვითარების მიმართულებით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ ინვესტიციებს და ბანკის ფინანსურ წვლილს სატრანსპორტო კომუნიკაციის, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

"ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ უფრო აქტიურად განვავითაროთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

ჩვენ ვაფასებთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობას. სწორედ ევროპის საინვესტიციო ბანკი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის და მასთან გამორჩეული ურთიერთობის ისტორია გვაკავშირებს.

ევროკავშირის ფინანსურმა მხარდაჭერამ, სწორედ ევროპის საინვესტიციო ბანკის გავლით, უკვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საგზაო დერეფნის განვითარების თვალსაზრისით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციები. ასევე, მსურს, აღვნიშნო ბანკის ფინანსური წვლილი სატრანსპორტო კომუნიკაციის, საგზაო და მათ შორის წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, როგორიცაა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, აღნიშნული მაგისტრალები საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს და ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ოპერაციების მოცულობა კერძო სექტორში და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას.

დღევანდელ შეხვედრაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს ვთხოვე, გვქონდეს მეტი წვდომა ე.წ ინოვაციური პროგრამებისა და პროექტების დასაფინანსებლად. ჩემი მთავრობისთვის განათლების სექტორის რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად მასთან ასოცირებული პროექტების განვითარებას, ტრადიციული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, დიდ ყურადღებას ვუთმობთ. დარწმუნებული ვარ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით შევძლებთ, ამ მიმართულებით მეტი ევროპული კომპანია მოვიზიდოთ.

ამასთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ფინანსური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც დაგვეხმარება, გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში.

იმედი მაქვს, ბანკი კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას, რომელთა მიზანია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და რაც ყველაზე მთავარია თითოეული ჩვენგანისთვის - სიღარიბის დაძლევა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ძალიან კარგ მეგობარს, ვაზილ ჰუდაკს, იმ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს მისამართით. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

EIB-ის მიერ დღემდე საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო კერძო სექტორში ბანკს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%