თარიღი    დრო

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

საქართველო, თბილისი - 17:19 02.18.2019 103

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2019 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეხუთედ გახდა.  

„გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

"საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

ჟურნალმა Global Finance-მა, მე-20-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%