თარიღი    დრო

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 23:26 02.17.2019 363

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათთვის პრობლემურ და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
 
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უცხოეთში მცხოვრები სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან და სერიოზულ ნაწილს წარმოადგენენ და მათ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ამიტომაც საზღვარგარეთ მისი ვიზიტები სწორედ, სტუდენტებთან შეხვედრებით იწყება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
 
სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა რა პრობლემები ექმნებათ ქართველ სტუდენტებს უცხოეთში სწავლისა და ცხოვრებისას, რა მოლოდინები აქვთ მათ, სად ხედავენ საკუთარ თავს საქართველოში დაბრუნებისას -კერძო, თუ საჯარო სექტორში, როგორ ფიქრობენ, რა განწყობა და მზაობა უნდა არსებობდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათთან მიმართებაში.
 
"მაინტერესებს, თუ ახლავე აპირებთ დაბრუნებას საქართველოში როგორ და სად ხედავთ თქვენს თავს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც რეალურად, საცხოვრებელ ადგილს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარია, რა კავშირი არსებობს, როგორ შეიძლება ეს კავშირი გაძლიერდეს, რათა ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იყოს", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%