მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის. შესაბამის კანონპროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო და ფინანასთა მინისტრები, სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის უფროსები, ასევე თავდაცვის ხელმღვანელი. სავარაუდოდ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი პრემიერ-მინისტრი იქნება.
როგორც ცნობილია, აქამდე არსებობდა კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც გაუქმდა. ახალი კონსტიტუცია კი მოითხოვს, რომ ის ახლიდან შეიქმნას და მას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დაერქმევა.