თარიღი    დრო

ლევან ჟორჟოლიანი: ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრების წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობს

საქართველო, თბილისი - 17:35 02.12.2019 92

თბილისის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია  მმართველი გუნდის წევრების წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობს.  მისი თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება საქმის გასაკეთებლად კრედიტებს იღებს, ოპოზიცია ცდილობს ემიგრანტებს ფული დაცინცლოს და ვირტუალური თანამდებობები შექმნას.

„როგორც ჩანს,  მითი მათი ლიდერის ყოვლისშემძლეობასთან დაკავშირებით ინგრევა და  საკუთარი აქტივიც ეკარგება.  ყველაზე სახიფათო ამ ძალისთვის არის 2018 წელს თბილისში განხორციელებული და 2019 წელს და შემდეგ წელში განსახორციელებელი პროექტები, რომლებსაც   თბილისის მერი ხელმძღვანელობს. დედაქალაქის მერიას ამაში ჩვენ დიდ პოლიტიკურ თანადგომას ვუცხადებთ და  ჩვენი დემორალიზება და შავი პიარის აგორება არის კონკრეტულად თბილისის საკრებულოში არსებული ამ ძალის მიზანი,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ეს სცენარი მარცხით დასრულდება.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%