თარიღი    დრო

არაერთი საერთაშორისო ავტორი ამბობს, რომ შეიძლება დაშვებულ იქნას დისკრიმინაცია - ლორთქიფანიძე

საქართველო, თბილისი - 19:05 02.11.2019 233

არაერთი საერთაშორისო ავტორი, ძალიან ცნობილი აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენს ეროვნულ დონეზეც, გვაწვდიან ინფორმაციას, რომ შეიძლება დაშვებულ იქნას დისკრიმინაცია, - განაცხადა გაერთიანება "ეროვნულ ძალთა შეთანხმების" ერთ-ერთი ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც ემზარ კვიციანი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღებას ითხოვდა.

“არის თუ არა საერთაშორისო სამართლებრივად დასაშვები დისკრიმინაციის დაშვება, დასაშვებია თუ არა დისკრიმინაცია? არაერთი საერთაშორისო ავტორი, ძალიან ცნობილი აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენს ეროვნულ დონეზეც, გვაწვდიან ინფორმაციას, რომ შეიძლება დაშვებულ იქნას დისკრიმინაცია, მხოლოდ გონივრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დამყარებული, გამორჩეული არგუმენტებიდან გამომდინარე, ისიც დემოკრატიული საზოგადოების მიზნებიდან გამომდინარე. რა ნიშანია სექსუალური ორიენტაცია, შემთხვევით ხომ არ არის ეს სექსუალური მადის დემონსტრირება, რასაც ძალიან ხშირად აქვს ხოლმე ადგილი პერფორმანსებზე, ე.წ გეი აღლუმებზე, როდესაც ადამიანები დემონსტრირებენ საკუთარ სექსუალურ მადას. ეწინააღმდეგება თუ არა ეს საზოგადოებრივ ზნეობას, საკმარისი არგუმენტია თუ არა აღნიშნული იმისთვის, რომ საზოგადოებამ, თუნდაც სეკულარულ სახელწიფოში, ხმა აიმაღლოს საზოგადოებრივი ზნეობის დასაცავად, იმ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით, რომელთა რიგში მოვიშველიებდი გაეროს ბავშვთა კონვენციას, და ასევე სამოქალაქო პოლიტიკური უფლბების საერთაშორისო სამართლებრივ აქტს, რომელსაც მიერთებულია საქართველო, რომლის ფარგლებშიც ჩვენს, მშობლებს უფლება გვაქვს დავიცვათ ჩვენი შვილები, როდესაც ხდება მათი ჩამოყალიბების პროცესში მათი სამყაროს ხელყოფა”, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.  




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

15:36 ვითიბი ბანკი მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%