თარიღი    დრო

NOTAM: სამხედრო წვრთნების გამო, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე დროებით იხურება

საქართველო, თბილისი - 13:13 02.11.2019 117

15-20 თებერვალს საქართველოს საჰაერო სივრცე (თბილისის მიმდებარე არეალი), დღის პირველ ნახევარში, დროებით იხურება. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების განხორციელების მიზნით, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე (TBILISI CTR) დახურული იქნება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის. შესაბამისი NOTAM-ი სააგენტომ საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე განათავსა.

საჰაერო სივრცის დახურვა  შემდეგ პერიოდებში:

15, 17 და 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში;
16 და 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში;
20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში

NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის. აღნიშნული შეტყობინებების ვებ-გვერდზე განთავსება ხდება იმ მომხმარებლების ინფორმირების მიზნით, რომლებთაც არ აქვთ წვდომა ან არ სარგებლობენ საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელებით.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%