ბელარუსის ქალაქ სტოლბცში 15 წლის მოზარდმა მასწავლებელი და ერთი მოსწავლე დანით მოკლა. შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დანაშაული შელაპარაკებების შედეგად მოხდა. მოზარდმა კიდევ ორი მოსწავლე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
არასრულწლოვანი დამნაშავე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.